პროკურორთა საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

30 სექტემბერი 2022, 10:54 416 ნახვა

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე წლიური კონფერენცია და გენერალური შეხვედრა თემაზე - "გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" დასრულდა.

ოთხდღიან კონფერენციაზე სესიები და ვორქშოფები გაიმართა პროკურატურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ,  კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ინსტიტუციური გამოწვევებსა და საპასუხო ღონისძიებებზე,  ასევე  განიხილეს ომის დანაშაულები, კიბერ დანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია, უცხო სახელმწიფოში არსებული ელექტრონული მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევები და  ფულის გათეთრება ვირტუალური აქტივების გამოყენებით.

უწყების ინფორმაციით, კონფერენციაზე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის დროშის გადაცემის ცერემონია გაიმართა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი