„მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს.