საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროჯასტის პრეზიდენტს ლადისლავ ჰამრანს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, საქართველოს პროკურატურასა და ევროჯასტს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მესამე ქვეყანაა სისხლის სამართლის სფეროში ევროჯასტთან თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე საქართველოს პროკურატურა წარმატებულად თანამშრომლობს ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ევროპულ სტრუქტურებთან. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
ევროჯასტის პრეზიდენტი ლადისლავ ჰამრანი, საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის სპეციალური მოწვევით იმყოფება პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს.