ნატო-საქართველოს თანამშრომლობა განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინამ.
საუბარი შეეხო მადრიდის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დროულად განხორციელების მნიშვნელობას.
შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოს და ნატოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობას.