უკრაინის ოთხ რეგიონში რუსეთის მიერ ორგანიზებულ ე.წ. რეფერენდუმს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე” ეხმაურება.
„საქართველო კატეგორიულად გმობს და მისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული რეფერენდუმები. ეს ცინიკურად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და უკრაინელი ხალხის ნებას, რომელიც გმირულ ბრძოლას აგრძელებს. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას", - წერს ზურაბიშვილი.