საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. განიხილეს საქართველოს განსაკუთრებული როლი რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და ამ თვალსაზრისით, დეპოლარიზაციისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერაა მხარდაჭერილი, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთოს დეპოლარიზაციისა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისათვის.