საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტერ ფიშერს შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და გერმანიას ტრადიციულად მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.
მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების მიმართულებით მიმდინარე სამუშაო პროცესზე.
ასევე, მიმოიხილეს გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და ბერლინში პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილი ვიზიტი.