ბიუროს სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში

26 სექტემბერი 2022, 17:50 705 ნახვა

ხვალ აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სესია გაიმართება,  გადაწყვეტილება დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

ამასთან, დეპუტატებმა სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი ზაალ ზაალიშვილის, სოფიო კახაძის,  დავით ფარტენაძისა , თამარ ქამადაძის, ციალა შავაძისა და სოფიო შაქარიშვილის კანდიდატურების შესახებ იმსჯელეს, რასაც ნაციონალური მოძრაობის წევრის ელგუჯა ბაგრატიონის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი