„ბათუმის ბულვარის“ ყოფილი დირექტორის სასამართლო პროცესი 

23 სექტემბერი 2022, 17:34 1427 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმის ბულვარის“ ყოფილი დირექტორის პროცესი გაიმართა.  ირაკლი ჯინჭარაძე სხდომას ონლაინ ესწრებოდა, მის  ინტერესებს  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

უფლებადამცველები სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული განკარგულების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ. 

ბულვარის ყოფილი დირექტორი ასევე ითხოვს, სასამართლომ დაადგინოს მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია განსხვავებული შეხედულებების გამო.

„საიას“ იურისტი ასევე ამბობს, რომ სადავო განკარგულება გამოცემულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

კერძოდ  ჯინჭარაძემ ინფორმაცია გაიგო მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ხოლო განკარგულება ჩაბარდა მეორე დღეს.  მისივე თქმით, გათავისუფლების მოტივად მითითებულია აუდიტის დასკვნაში აღმოჩენილი დარღვევები, თუმცა ამ დარღვევების უმეტესობა ჯინჭარაძეს არ ჩაუდენია.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დღეს მხარეთა პოზიციები მოისმინა და  მომდევნო სასამართლო სხდომა 4 ოქტომბერს  12 საათსა 30 წუთზე ჩანიშნა. ირაკლი ჯინჭარაძე „ბათუმის ბულვარის“ დირექტორობიდან 2021 წლის 12 აპრილს გაათავისუფლეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში