12 არასამთავრობო ორგანიზაცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

22 სექტემბერი 2022, 17:25 633 ნახვა

სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.  

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღეა საზოგადოების ყურადღება მიიქცია ყოფილი მოსამართლეების განცხადებებმა, რომლებიც მოსამართლეებზე ზეწოლისა და მართლმსაჯულების სისტემაში არაჯეროვანი ჩარევის ფაქტებზე საჯაროდ საუბრობენ.

არასამთავრობო სექტორი ბოლო რამდენიმე წელია, ღიად საუბრობს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის – კლანის არსებობაზე, რომლითაც მოქმედი და წინა ხელისუფლებები სასამართლო სისტემას აკონტროლებდნენ.

აღნიშნული ჯგუფი უკვე 15 წელია თანამშრომლობს პოლიტიკურ ხელისუფლებებთან და იყენებს მოსამართლეზე უკანონო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი