მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტება

16 იანვარი 2017, 00:00 2374 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი უმაღლეს საბჭოს მიმართავს. ნათია კაპანაძე, მაუწყებლის პრიორიტეტების დადგენისა და ფინანსების ეფექტიანი მართვის კუთხით არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და ამის მიზეზად, მრჩეველთა საბჭოს არასრულ შემადგენლობას ასახელებს.წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ ორგანიზაციას ამ დრომდე არ გააჩნია, მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტი. მიმართვის ადრესატი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. დავით გაბაიძეს, დღეს, წერილთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. განმარტებები გააკეთეს დეპუტატებმა და მრჩეველთა საბჭოს წევრებმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი