„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია პარლამენტს სახალხო დამცველის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველად მისი არჩევის შემთხვევაში ომბუდსმენის ყურადღება მხოლოდ სასამართლო და საპატიმრო დაწესებულებებზე იქნება ყურადღება მიპყრობილი. ხვიჩია პარლამენტის წევრებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.