სკვერის რეაბილიტაცია

17 სექტემბერი 2022, 11:46 1070 ნახვა

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ფრიდონ ხალვაშის გამზირის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათთან ერთად სკვერის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში სკვერში მოეწყობა დეკორატიული ფილები და ბორდიურები, დაიგება კორდი, დამონტაჟდება გარეგანათების სისტემა და განთავსდება საპარკე ინვენტარი. სამუშაოების ღირებულება 630 ათას ლარს აღემატება. ამავე პროექტის ფარგლებში, დამატებით სამი სკვერის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც 1 მილიონ 223 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში