კელი დეგნანის განცხდება და პოლიტიკური შეფასებები

16 სექტემბერი 2022, 14:29 633 ნახვა

აშშ-ს არ სურს და ჩვენს ინტერესში არ შედის ომი გავრცელდეს საქართველოზე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.  დეგნანის თქმით, მათ არასდროს უსაუბრიათ საქართველოსთან ან სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე. კელი დეგნანმა ისაუბრა საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზეც და აღნიშნა, რომ აშშ-მა თავიდანვე ნათლად უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ კარგად ესმოდა განსაკუთრებული ვითარება, რაშიც ქვეყანა იმყოფებოდა.კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ე.წ ოთხეული რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულ შეთქმულების თეორიებსა და სიცრუეს იმეორებს, როცა ამტკიცებს რომ ამერიკის საელჩოს საქართველოშ მეორე ფრონტის გახსნა უნდა. ოთხეულის პასუხმაც არ დააყოვნა კელი დეგნანის განცხადებას დიმიტრი ხუნდაძე  განცხადებით გამოეხმაურა. მან ელჩი არაგულწრფელობაში დაადანაშაულა. თქვა, რომ ის კითხვებს ისევ არ პასუხობდა და ცდილობდა სიმართლისთვის თავი აერიდებინა.  ციტატა:თუ მართლმსაჯულება საელჩოში უნდა დაკორექტირდეს, დეპუტატების კითხვების დასმა დანაშაულში უნდა ჩაითვალოს და მათ საკუთარი უფლებების დაცვაც კი ვერ შეძლონ, არათუ სხვისი, ეს უფრო  საბჭოთას ჰგავს, ვიდრე დასავლურს, სადაც სულ უმცროსი ვიყავით და უფროსი მუდამ გვყავდა. -ასე გამოეხმაურა კელი დეგნანის განცხადებას ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი