სკოლამდელი დაწესებულება გაიხსნა შუახევის სოფელ ჯაბნიძეებში. ერთსართულიანი კაპიტალური შენობა 30 აღსაზრდელზეა გათვლილი. ამჟამად სკოლამდელ დაწესებულებაში 11 ბავშვია რეგისტრირებული. მანამდე სოფელში ალტერნატიული, ანუ არასრული ბაღი ფუნქციონირებდა. ამჟამად მუნიციპალიტეტში 11 ბაგა-ბაღი და ცხრა ალტერნატიული ბაღია. სამუშაოები მიმდინარეობს დღვანისა და მახალაკიძეების სოფლებში ბაღის ასაშენებლად. სკოლამდელ განათლებას ჯამში შუახევში 450-ზე მეტი აღსაზრდელი იღებს.