ვეტო დაძლეულია ე.წ. მოსმენების კანონი მიღებულია

14 სექტემბერი 2022, 19:33 650 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა კანონს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. ე.წ. მოსმენების კანონზე საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა ამ კანონის ამოქმედებას. მისი თქმით, არც პრეზიდენტს და არც ვენეციის კომისიას, არც  რომელიმე აქტორს უთქვამს, რომ ეს ეწინააღმდეგება რომელიმე ევროპულ ვექტორს. რატომ დაადო ვეტო ე.წ მოსმენების კანონპროექტს პრეზიდენტმა,  სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა განმარტა, რომ პარლამენტმა არ გაითვალისიწინა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და პრეზიდენტმა კანონთან მიმართებაში საფრთხეები დაინახა. ოპოზიცია კი კანონპროექტს განხივიდანვე ეწინააღმდეგებოდა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი