„მეწარმეობისა და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის“- პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ქედაში ადგილობრივ ქალ მეწარმეებთან და მერიის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს. პროექტის ფარგლებში ადვოკატირების,ეკონომიკური და სამეწარმეო უნარების გაძლიერების მიმართულებით 30 ქალი გადამზადდა. პროექტის მიზანიც სოციალურ და ინკლუზიურ მეწარმეობაში სოფლად მცხოვრები ქალების ინტერესისა და აქტიური მონაწილეობის გაზრდაა. პროექტს იუესაიდის ეკონომიკური პროგრამების ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „ საორსა“ ახორციელებს.