ასწლოვანი ხე მახინჯაურიდანაც გააქვთ

15 იანვარი 2017, 00:00 2056 ნახვა

ექსკლუზივი,  რომელიც ,,მთავარმა” ცოტა ხნის წინ მოიპოვა. მახინჯაურში, ყოფილი ,,კოლხიდას” მიმდებარე ტერიტორიიდან  სავარაუდოდ კიდევ ერთ ასწლოვან ხეს გადარგავენ. აქ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა და შესაბამის ვიდეო-მასალას ჩვენ მომდევნო საინფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. ადგილზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლებმა  სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა პირად საუბარში თქვეს, რომ პროცესი ერთ-ერთი ხის გადარგვას უკავშირდება. თუმცა ჩვენთან ადგილობრივებმა დაადასტურეს, რომ აქ ყოფილი პრემიერ- მინისტრი პირადად იმყოფებოდა და  ხეც თავად შეარჩია. მათივე ინფორმაციით, ტიტას ხის გადატანა ადრეც იგეგმებოდა, თუმცა მაშინ ვერ მოხერხდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი