მსოფლიო ლიდერების სამძიმარი

09 სექტემბერი 2022, 11:27 478 ნახვა

ელისაბედ მეორის გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები ეხმიანებიან და ოჯახს უსამძიმრებენ. გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თქმით, ელისაბედ მე-2 საყოველთაო აღფრთოვანებას იწვევდა მთელ მსოფლიოში თავისი სათნოებით, ღირსებით და თავდადებით. იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის თქმით კი დედოფალი ელისაბედი იყო მსოფლიო ისტორიის აბსოლუტური გმირი ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში. მწუხარება გამოთქვა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ელისაბედი შეცდომებს არასდროს უშვებდა. დედოფალს საფრანგეთის მეგობრად იხსენებს ემანუელ მაკრონი და მას გულმოწყალე დედოფალს უწოდებს, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თავის ქვეყანასა და ეპოქაზე.   ბრიტანეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის ლიზ ტრასის განცხადებით კი, დედოფლის გარდაცვალება არის უდიდესი შოკი მთელი ერისა და მსოფლიოსთვის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში