საპენსიო აქტივებზე რეალური ამონაგები 374 მილიონი ლარია- საპენსიო სააგენტო

08 სექტემბერი 2022, 19:01 1122 ნახვა

საპენსიო სააგენტოს  ინფორმაციით საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა 2019 წლიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით 37.67%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 1.92% შეადგინა.

საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 31 აგვისტოს მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 18.9% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81.1% ლარში.

საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 6.5% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 8.9% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 8.7% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 9.0% გლობალურ აქციებში, 1.0% ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 65.9% არის განთავსებული.

2022 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2.62 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 374 მილიონი ლარია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი