გერმანია გამოძებნის გზას ბუნებრივი აირის საფასურის შესამცირებლად, ვინაიდან მთავრობა ვერ შეძლებს მუდმივად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის შედეგად გამოწვეული მაღალი ფასების სუბსიდირებას. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. „ ყველაზე მთავარია, რომ პუტინის მიერ ფასების მანიპულირება შევაჩეროთ. ჩვენ ვერ შევძლებთ მუდმივად მაღალი ფასების სუბსიდირებას-განაცხადა მინისტრმა ბუნდესტაგში გამოსვლისას. მინისტრის თქმით, მთავრობა გერმანული კომპანიებისა და მცირე ბიზნესისთვის დახმარების პროგრამებს აამოქმედებს.