სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა

07 სექტემბერი 2022, 14:40 499 ნახვა

სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გახსნა და 2021-2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა შეაჯამა.

როგორც თეა ახვლედიანმა განაცხადა, გასულ წელს შემუშავდა და საქართველოს მთავრობამ  დაამტკიცა ახალი ათწლიანი სტრატეგია.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევს: სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით მრავალსექტორული, ერთიანი და თანამიმდევრული პოლიტიკის გატარებას, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელებას და ანგარიშგებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი