ხანძრების სერია საქართველოში

04 სექტემბერი 2022, 20:10 721 ნახვა

4 ხანძრის კერა თბილისის შემოგარენში, წავკისი ბაგები, წყნეთი და ნაფეტვრების ტყე. ქარის გამო, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება.ასევე უკვე მეოთხე დღეა ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება ყვარელში, შილდას ტყეში,  თუმცა ცეცხლის მასშტაბები არ გაზრდილა.

დაკვამლიანება დილის საათებში იმდენად ხშირი იყო, რომ ხანძრის ქრობის პროცესში ჩართვას ვერ ახერხებდა ავიაცი - საბოლოოდ ვერტმფრენებმა რეისები განაახლეს.

გადაადგილება რთულია ხმელეთზეც ტყეში მძიმე ტექნიკის მეშვეობით გარკვეულ მონაკვეთებზე გზა გაჭრეს იმისთვის, რომ სახანძრო მანქანებმა ცეცხლის კერებამდე მისვლა შეძლონ - სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება.ხანძრის ქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე-მაშველი, თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი და 3 ვერტმფრენია ჩართული.

პროცესს მიუდგომელი რელიეფი ართულებს. იმის მიუხედავად, რომ შილდის ტყეში მიუვალი ადგილები ბევრია. პროცესში რეზერვისტებიც არიან ჩართულები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი