პრეზიდენტის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

02 სექტემბერი 2022, 14:50 435 ნახვა

რა პროცედურით უნდა მოხდეს ელჩების დანიშვნა და რა როლი აქვს პრეზიდენტს ამ პროცესში - საკითხზე პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა.

"ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვა უნდა გაგრძელდეს.პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ცალკეული თანამდებობის პირების როლი ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით სიმბოლურია და ეს ტერმინი სრულიად ნორმალურია.

"მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, კი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს რა დისკრეციით მოქმედებს პრეზიდენტი ელჩების დანიშვნის დროს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნის განკარგულებისთვის ხელის მოწერის მიზეზები განმარტა.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება იმის გამო არ მიუღია, რომ „ვიღაცამ დააძალა, ან რაღაცის შეეშინდა“. პრეზიდენტის თქმით, 3 კვირაში გაერო-ს გენერალური ასამბლეა იმართება, სწორედ აღნიშნულიდან და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მან ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი