ლიკანში ცეცხლის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
ადგილზე დილიდან განაახლა მუშაობა სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მონაწილეობენ.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკის სიახლოვეს ხანძარი გუშინ გაჩნდა.