ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა მერიას სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით მიმართა. ინფორმაციას მერიის პრეს-სამსახური ადასტურებს. მირიან მეტრეველი შვებულებაში იმყოფება და მას ტელეფონი გამორთული აქვს. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება მეტრეველმა, ჯერჯერობით უცნობია.