სოსო გოგაშვილის შვილის გამოკითხვა

30 აგვისტო 2022, 14:44 677 ნახვა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის შვილი გამოკითხვაზე იმყოფება.

ნიკა გოგაშვილის განცხადებით, ის გამომძიებლებს ინფორმაციას რუსთავის ციხეში გამართული შეხვედრის დეტალებზე მიაწვდის.

ნიკა გოგაშვილის განცხადებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჩვენებას სავარაუდოდ, ორ საკითხზე მისცემს, საცხოვრებელ სახლში მამამისის დაკავებასა და ციხეში მონახულებაზე.

პარალელურად  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის მიერ სოსო გოგაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში