პუტინის აგრესიას შეწირული ქართველი მებრძოლი მეომრებმა ფრონტის ხაზიდან უკვე გამოიყვანეს. მისი გადმოსვენება სამშობლოში რამდენიმე დღეში მოხდება.
უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების ინფორმაციით ქართველი ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილში, კრამატორსკთან სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.
უცნობია, იციან თუ არა მებრძოლის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ამიტომ მთავარი დაღუპული ქართველის იდენტიფიცირებას შეგნებულად არ ახდენს.