„ღამის სერენადები“ ბათუმში

25 აგვისტო 2022, 19:54 786 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრი რამდენიმე წუთში  ფესტივალ ღამის სერენადებს უმასპინძლებს.  ორი დღის განმვლობაში კლასიკური მუსიკის მოყვარულებს საშუალება ექნებათ მსოფლიოში აღიარებული კლასიკოსების რეპერტუარს მოუსმინონ. მაყურებლის წინაშე  ფესტივალი უცვლელი შემადგენლობით საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზებით“ იქნება წარმოდგნეილი, ხოლო ხვალინდელ საღამოს სპეციალური სტუმარი პიანისტი ქეითი მაჰანი გახსნის. ფესტივალი „ღამის სერენადები“ ცნობილმა მევიოლინემ ლიანა ისაკაძემ დააფუძნა.  ფესტივალი მოიცავს ასევე  მასტერკლასებს, ვორქშოპებსა და ღია ლექციებს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 27 აგვისტოს ბათუმში ლიანა ისაკაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. მთავარის გამოშვების დასრულებისთანავე ფესტივალს პირდაპირ ეთერში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოთავაზებთ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი