ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში ხანძარი ლიკვიდირებულია

25 აგვისტო 2022, 10:39 568 ნახვა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის შედეგად წიწვოვანი ტყის მიმდებარედ რამდენიმე კერაზე დაიწვა ბალახი, ბუჩქები, ეკალ-ბარდი და მცირე ზომის ხეები დაახლოებით 8 ჰექტარზე.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლი ტყის მასივს გვიან ღამით გაუჩნდა. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში