უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

24 აგვისტო 2022, 17:43 631 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახლა აღარავინ იტყვის უკრაინაზე, რომ ის სადღაც რუსეთთან მდებარეობს. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ნებისმიერი გზით დააბრუნებს, 24 თებერვლის შემდეგ დათმობა და კომპრომისი შეუძლებელია. მსოფლიოს ლიდერებმაც მიულოცეს უკრაინას დამოუკიდებლობის დღე. „უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს პატივს მივაგებთ მამაც უკრაინელებს,  რომლებიც იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისთვის და თავიანთი ქვეყნისთვის. ნატო მხარს უჭერს უკრაინას მისი დამოუკიდებლობის დღიდან. უკრაინა გაიმარჯვებს! - ასე მიულოცა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე. მოლდოვის პრეზიდენტმა   „ტვიტერში“  პოსტი გამოაქვეყნა.  მაია სანდუ წერს, რომ უკრაინელი ხალხის სიმამაცითა და ქედუხრელობით აღფრთოვანებულია. მილოცვას შეუერთდა ფინეთის პრეზიდენტიც, საულ ნიინისტეს თქმით, ფინეთი უკრაინის გვერდით დგას და გააგრძელებს ურყევ მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება. უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს დილიდან ულოცავენ, მათ შორის არის ლიეტუვის პრეზიდენტიც, გიტანას ნაუსედამ უკრაინას სიმტკიცე უსურვა. ორიგინალური მილოცვით გამოირჩეოდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყებამ  ვიდეო გაავრცელა, რომელშიც სამხედრო ორკესტრი , ევროვიზიაზე გამარჯვებულ უკრაინულ სიმღერას ასრულებს, ამასთან ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვით  მიულოცა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე.  

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი