პროკურატურა ბრალდება

23 აგვისტო 2022, 19:54 651 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ 20 აგვისტოს თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პატიმრის თავში იარაღით დაჭრის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერს ბრალი წაუყენა. მას ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დერეფანში, ესკორტის ოფიცერი, სამსახურებრივი იარაღით, წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა. ოფიცერმა პალატიდან დერეფანში გამოსული პატიმარი დატოვა ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე, მას პატიმარი მიეპარა და ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ჭრილობა და ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი