სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ესკორტის ოფიცერი დააკავა

23 აგვისტო 2022, 11:07 1805 ნახვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინციდენტის ამსახველ კადრებს ასაჯაროებს, რა დროსაც პატიმარმა ესკორტის ოფიცერს ე.წ. კაბურიდან იარაღი ამოაცალა და გაისროლა. უწყებამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრები გაასაჯაროვა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ესკორტის ოფიცერი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, 20 აგვისტოს, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" დერეფანში, სადაც სამედიცინო ოთახებში განთავსებული იყვნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები, ესკორტის ოფიცერი სამსახურებრივი - საშტატო იარაღით წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა.მან პალატიდან დერეფანში გამოსული პატიმარი დატოვა ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე, რომელმაც მას ამოაცალა სპეციალური ბუდიდან  სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა და ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში