„რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ახალი გამოწვევები და რისკები, ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის რეჟიმი“ - თემაზე ბსუ-ში მე-7 საზაფხულო უნივერსიტეტის ფარგლებში მსჯელობენ.
სამი დღის განმავლობაში მოწვეული ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნის უნივესიტეტიდან ისეთ საკითხებზე ისაუბრებენ, როგორებიცაა გლობალური უსაფრთხოება, ინდო-ჩინეთის რეგიონის უსაფრთხოების პერსპექტივა და რუსეთის აგრესიის კონტექსტი, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, ჩინეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ნატოს გაფართოვება- ფინეთისა და შვედეთის შემთხვევების კვლევის მაგალითზე.
უცხოელი მკვლევარები ქართველ კოლეგებს ბირთვული გაუვრცელებლობის კვლევითი ცენტრის გამოცდილებასაც გაუზიარებენ. ბათუმის მე-7 საზაფხულო უნივერსიტეტი 24 აგვისტოს დასრულდება.
ღონისძიებას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებიან.