საქართველოში უმუშევრობის დონე 18.1%-მდე შემცირდა

19 აგვისტო 2022, 17:32 1174 ნახვა

საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირდა, დასაქმებულთა რაოდენობა კი გაიზარდა.2022 წლის მე-2 კვარტალში წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 მეათედი პროცენტი შეადგინა. უმუშევართა რაოდენობა შემცირებულია 63 ათასი ადამიანით.უმუშევრობის დონე შემცირებულია როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში,  ქალაქად და სოფლად. გამოქვეყნებული ინფორმაციით, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა განპირობებული იყო როგორც დაქირავებით დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების ზრდით.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი