12 რეკომენდაცია - შეხვედრა ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან

18 აგვისტო 2022, 17:14 586 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოში "სტრატეგია აღმაშენებლის“, „რეფორმების ჯგუფის“ და გირჩის წევრები  ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ჟულიენ კრამპს, სასამართლო პროგრამის მენეჯერს  ენ-ბრიჯიტ ჰანსენს და ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს ევან ელიოტს შეხვდნენ. მონაწილეების განცხადებით გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხი განიხილეს.  ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით,  ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან  და მთავარი საკითხები რეფორმების პროცესი იყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი