სახალხო დამცველის ქმედება მიმართულია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის საწინააღმდეგოდ - რიჟვაძე

18 აგვისტო 2022, 14:47 677 ნახვა

აჭარის მთავრობის სხდომა თორნიკე რიჟვაძემ სახალხო დამცველის კრიტიკით დაიწყო. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ომბუდსმენმა კარგ საქმეზე იერიში მიიტანა და საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს.  მიაჩნია, რომ ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილება  ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის დაზიანებისკენაა მიმართული.

თავმჯდომარემ თქვა, რომ ბოლომდე დაიცავენ პროექტს, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და რომელსაც რიჟვაძის თქმით, 3 ათასი ადამიანი ელოდება. რაც შეეხება  კა-2 კოეფიციენტის გაზრდას, რეგიონის პირველი პირი აცხადებს, რომ ცვლილება  ძველი ბათუმის ტერიტორიას არ ეხება.  

სახალხო დამცველის საჩივარს გამოეხმაურა ბათუმის, მერიც,  რომელსაც მიაჩნია, რომ  პარლამენტის მიერ  მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ორკესტირებული შეტევაა, რომელიც  მიზანმიმართულია სამი ათასი ოჯახის პირობების გაუმჯობესების წინააღმდეგ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი