შეხვედრა ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან

18 აგვისტო 2022, 14:05 646 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოში "სტრატეგია აღმაშენებლის“, „რეფორმების ჯგუფის“ და გირჩის წევრები  ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ჟულიენ კრამპს, სასამართლო პროგრამის მენეჯერს  ენ-ბრიჯიტ ჰანსენს და ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს ევან ელიოტს შეხვდნენ.

მონაწილეების განცხადებით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხი განიხილეს. 

ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით,  ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან  და მთავარი საკითხები რეფორმების პროცესი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში