ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის მკვიდრი ექვსი წლის ბიჭის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით მდინარე ცხენისწყალში იპოვეს.
მოზარდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწის ტერიტორიაზე, მდინარეში გუშინ დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მდინარის ნაპირზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
მაშველები და ადგილობრივები ბავშვს მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ეძებდნენ.