„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები კელი დეგნანის მისამართით ბრალდებებს არ წყვეტენ

17 აგვისტო 2022, 19:30 598 ნახვა

„ქართული ოცნებიდან“ „ სიმართლის სათქმელად“  წასული დეპუტატები კელი დეგნანის მისამართით ბრალდებებს არ წყვეტენ. „ხალხის ძალის“ წევრები ფიქრობენ, რომ ამერიკის ელჩი  „ნაციონალური მოძრაობის“ ენით და მესიჯბოქსით საუბრობს. ოთხეული ამბობს, რომ კელი დეგნანმა აირჩია არა დიპლომატიური, არამედ შეურაცხმყოფელი ენით საუბარი და მას კითხვებზე პასუხები არ აქვს. ამერიკის ელჩის პასუხი მის მიმართ აგორებულ კამპანიაზე ურთიერთბრალდებების კიდევ ერთი მიზეზი გახდა.  ოპოზიცია და ხელისუფლება პოლარიზაციის გაღრმავებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი