შემოსავლების სამსახურის განცხადება

17 აგვისტო 2022, 11:50 1011 ნახვა

ბათუმისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურებში შემოსული გემების ტვირთები დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის/ტრანზიტის პროცედურაში, – ამის შესახებ აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

აღნიშნული გემები დატვირთული იყო რუსული და ბულგარული კომპანიებიდან, როგორც ქართული, ასევე სომხური კომპანიებისთვის გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი ტვირთით.ტვირთი შეიცავს ბენზის, დიზელსა და ხორბალს.

უწყების ინფორმაციით  განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემებსა და გემების მფლობელ კომპანიებზე, ასევე ტვირთებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი