ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.
მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვია.
შემთხვევის ადგილას მესამე დღეა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
სომხეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრ "სურმალუში“ აფეთქება 14 აგვისტოს, სავარაუდოდ, პიროტექნიკის საწყობში მოხდა.