საკანონმდებლო ორგანოში ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა გრძელდება

13 აგვისტო 2022, 14:56 657 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოში ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა გრძელდება. დეპუტატები ორშაბათს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ევროპული დავალების მესამე პუნქტზე იმსჯელებენ, რაც სასამართლო რეფორმის საკითხს გულისხმობს.

ევროკავშირის კანდიდატობისთვის 12 რეკომენდაციის შესრულების გზებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის ხედვები ისევ განსხვავებულია. ოპოზიციის დიდ ნაწილს სასამართლო სისტემაში კლანის არსებობა მთავარ პრობლემად მიაჩნია.

ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ მზად არიან იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ უნდა იქნეს არიდებული სასამართლო სისტემებში მანკიერი პრაქტიკების ჩამოყალიბება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი