ეს არის მესამე ხარისხის სიმძიმის დაავადება, სიკვდილის წინა სტადია - ნერვოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

10 აგვისტო 2022, 19:58 790 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის პირველ და ბოლო ნახვას შორის არის დრამატული განსხვავება - ეს არის მესამე სიმძიმის ხარისხის დაავადება, ბოლოს წინა, ანუ სიკვდილის წინა სტადია, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ კლინიკა „ვივამედიში“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა

„თითქმის ერთი თვეა არ მოგვენახულებინა. მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ვიცით, მხოლოდ მედიის საშუალებით და ექიმებთან ხანმოკლე საუბრით. ჩემს პირველ და ბოლო ნახვას შორის არის დრამატული განსხვავება. ის იყო ადამიანი, რომელსაც არ უჭირდა ლაპარაკი, არ უჭირდა სიარული იმ ხარისხით, რაც დღეს არის. ამიტომ, ალბათ ამ დღეებში ჩვენ მას მოვინახულებთ იმისათვის, რომ ფინალური დასკვნა დაიწეროს უკვე ობიექტური შეფასებით.

ეს არის მესამე სიმძიმის ხარისხის დაავადება, ბოლოს წინა, ანუ სიკვდილის წინა სტადია“, - განაცხადა ოთარ თოიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი