საკუთარი დღის წესრიგი აქვს და ევროკომისიის რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფებში არ მონაწილეობს ოპოზიციის ნაწილი.
ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდს პროცესის მიმართ საბოტაჟში ადანაშაულებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამის ერთ-ერთ მიზეზად ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებაზე მმართველი გუნდის მიერ დისკუსიის გახსნას ასახელებენ.
ამბობენ, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესი იმიტაციურია და რეალურად, მმართველი გუნდი ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობებით არის დაკავებული.