ქართველი ჯარისკაცების ისტორიები,რომლებმაც გვაჩვენეს გმირობისა და თავდადების მაგალითი. ხუთდღიანი ომი და დღემდე ოკუპირებული ტერიტორიები ეს არის რუსული ოკუპაციის სახე 14 წლის შემდეგაც.ოკუპანტი ქვეყნის აგრესიის კვალი დღემდე ემჩნევა საქართველოს და დღემდე სახეზეა აგვისტოს ომის შედეგები. 2008 წლის ომს, საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი პირი.