საქართველოს ინვესტორთა ასოციაციას ინეგოლის კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის წევრები ეწვივნენ. შეხვედრა მხარეებს შორის საინვესტიციო წინადადებებს ეხებოდა. თურქეთში მცხოვრები მუჰაჯირები საკუთარ მსხვილ ბიზნეს კომპანიას ფლობენ და მათი ინტერესი საქართველოში თავიანთი კომპანიების ფილიალების გახსნაა. ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ სტუმრებს ასოციაციის წევრი კომპანიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრის მონაწილეების განმარტებით, თანამშრომლობა ადამიანების დასაქმებას შეუწყობს ხელს.