საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული „უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა” დასრულდა.
სტუდენტებს ორი კვირის განმავლობაში, უსაფრთხოების საკითხებზე, ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა ლექციები ჩაუტარათ.
ზაფხულის სკოლას უძღვებოდნენ ცნობილი ბრიტანელი და ესპანელი უსაფრთხოების ექსპერტები კრის ჯაგერი და რუბენ არკოსი.
წელს, უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.