ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადება

05 აგვისტო 2022, 17:47 873 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ქობულეთის საზაფხულო სკოლა-ბანაკ “სამშობლო”-ში უკრაინელი მოზარდების დასვენების შესახებ ერთ-ერთ მედიაში მომზადებულ სიუჟეტს ეხმიანება, რომელშიც ითქვა, რომ ამის უზრუნველყოფა მოხდა “კოკა-კოლას” და ჭყონიების ოჯახის საშუალებით. ტექსტის თანახმად, საპატრიარქოს ძალისხმევით ივლის-აგვისტოში ბანაკში 200 უკრაინელი მოზარდი მოიწვიეს 14-14 დღით. ჭყონიების ოჯახმა ამ საქველმოქმედო საქმეში შეიტანა წვლილი (რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ), მაგრამ არა გადამწყვეტი. ეპარქია უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ  სიუჟეტში ნახსენები არ არის სხვა შემომწირველები. მათი ნების საწინააღმდეგოდ ახლა, თავად აქვეყნებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია თანხების რაოდენობას. განცხადების თანახმად, 4 კვირის განმავლობაში 200 მოზარდის დასვენების საერთო ღირებულება 76 000 ლარი, ოხთხჯერადი კვებით, ექსკურსიებით და ღონისძიებებით. შემომწირველებს შორისაა : საქართველოს საპატრიარქო - 50 000 ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა – 40 000 ; ჯემალ ინაიშვილი – 20 000 ; თემურ ჭყონია – 15 000 ; ზაზა გოგოტიშვილი – 10 000 ; თენგიზ ბაკურიძე 6 000 ; ლევან მჟავანაძე 20 000 ლარი  . მესამე ეტაპზე, უკრაინელი მოზარდების გასტუმრების შემდეგ მოწვეულია 25  ლეიკემიით დაავადებული ბავშვი (ბერი ანდრიას ფონდის მიერ ორგანიზებული) მათ მშობლებთან და და დედმამიშვილებთან ერთად, ასევე მრავალშვილიანი და შეჭირვებული ოჯახის შვილები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი