„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ 

31 ივლისი 2022, 20:02 826 ნახვა

სხვადასხვა სფეროში დასაქმებული  და წარმატებული ლიდერი ქალები დააჯილდოვეს ბათუმში. ორგანიზაცია  „ლიდერ ქალთა საზოგადოების“  ინიციატივით ღონისძიება წელს პირველად ჩატარდა ბათუმში. სულ 22 ნომინაციაში  დააჯილდოვეს ქალები. 

აღსანიშნავია, რომ ჟიური მათგან  2022 წლის ლიდერ ქალს დაასახელებს. ღონისძიება ამ წუთებშიც გრძელდება.  

მონაწილეებს, სიმბოლურად საჩუქრებიც გადაეცათ. „ლიდერ ქალთა საზოგადოება“  - ორგანიზაცია 2015 წელს დაფუძნდა.  მასში 10 ათასამდე ქალია გაწევრიანებული.   მიზანია წარმატებული ქალების აღმოჩენა და  საზოგადოებისთვის გაცნობა.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში